საქართველოში ოთხი ახალი ავიაკომპანია შემოდის

საქართველოში ოთხი ახალი ავიაკომპანია შემოდის - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი პოსტს facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, 2025 წლის მარტის ბოლოდან, ქვეყანაში ეტაპობრივად იწყებს ოპერირებას:

British Airways - ლონდონიდან;

Transavia France - პარიზიდან

easyJet - ლონდონი, მილანი და ციურიხიდან;

Edelweiss - ჟენევიდან.