არჩილ წუწუნავას სასტიკი მკვლელობა - ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ბრალდებულს ციხეს დაატოვებინებენ (პროტესტი ბათუმში)

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან პროტესტია - ამ წუთებში, ზუბალაშვილის ქუჩაზე გასულ ზაფხულს სასტიკად მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრები არიან შეკრებილები. არჩილ წუწუნავას ნათესავები სამართლიან სასამართლოს და დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

ირკვევა რომ მკვლელობიდან ცხრა თვის თავზეც, დაკავებულისთვის განაჩენის გამოტანა ვერ ხერხდება, რადგან სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები ვერ იკრიბებიან. 

მოკლული კაცის ოჯახს აქვს ეჭვი, რომ 30 წლის რევაზ ცეცხლაძეს ციხეს საპროცესო გარიგების სანაცვლოდ დატოვებს. 

"8 თვის განმავლობაში მხოლოდ 5 ნაფიცი მსაჯული აირჩიერს, ვდგავართ არჩევანის წიანშე, ან უნდა დავთანხმდეთ საპროცესო გარიგებას, რაც ითვალისწინებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთას, ან 14 აპრილს გადის 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა, შესაბამისად, ბრალდებული აღმოჩნდება გარეთ, იქამდე სანამ არ მოხდება ყველა ნაფიცი მსაჯულის შერჩევა", - ამბობს ოჯახის წევრი.

"ფულის გადახდებით, რაღაცებით უნდათ რომ გამოიყვანონ. ეს არ არის მისი მესამე დანაშაული. ასეთი ადამიანები გარეთ უნდა იყვნენ", - აცხადებს ოჯახის ახლობელი.

მკვლელობა ბათუმში 2024 წლის 15 ივ­ლისს მოხდა. 27 წლის არ­ჩილ წუ­წუ­ნა­ვას, სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი გვი­ან ღა­მით, ერთ-ერთი კა­ფის წინ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლის თვალ­წინ მიაყენეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი მა­მა­კა­ცისგან შეყ­ვა­რე­ბუ­ლის დაც­ვას ცდი­ლობ­და. 

მომხდარზე 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი რევაზ ცეცხლაძე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით არის დაკავებული. მას 15 წლამდე პატირმობა ემუქრება.