თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია მოკლულის თანმხლები პირი. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და შესაბამისი პროცედურები უტარდება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.