"5 000 დოლარის ყალბი კუპიურები გაასაღა" - შიდა ქართლში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე  უცხო ქვეყნის მოქალაქეა დააკავებული. მძიმე დანაშაულში ბრალდებულს ხელბორკილები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შიდა ქართლში დაადო.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდბულმა, ჯამში, 5 000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქე.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში, გასაღებულ იქნა, საერთო ჯამში, 5 000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 32 ცალი 100 დოლარიანი და 36 ცალი 50 დოლარიანი კუპიურა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.