კახეთში ავტომობილი საკუთარი სახლის წინ მჯდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა - ორივე დაიღუპა

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ავარია მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა საკუთარი სახლის წინ მჯდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.