თბილისში, მუხიანის დასახლებაში მამაკაცი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულს ჭრილობები თავის არეში აღენიშნება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.