გორში ორ ადამიანს ესროლეს. შემთხვევა წმინდაწყლის უბანში მოხდა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ქართლის ამბები" ავრცელებს.
როგორც გამოცემას ადგილზე უთხრეს, რამდენიმე გასროლის შედეგად დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი. მეორე კი წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცეცხლი მამა-შვილს გაუხსნეს, რის შედეგადაც შვილი ადგილზე დაიღუპა.
გამოძიება 19-109 მუხლით დაიწყო, რაც ერთი ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, სავარაუდო დამნაშავე კი ცხელ კვალზე დააკავეს.