ამერიკელი პროდიუსერის და ჰიპ-ჰოპ არტისტს, შონ Diddy კომბსის საქმესთან დაკავშირებით ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა - რეპერს 5-დან ორი ბრალდება დაუმტკიცდა (რეპერს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება).
ცნობისთვის, ამერიკელ რეპერს სასამართლო სექს-ტრეფიკინგში, ძალადობასა და ექსპლუატაციაში სდებდა ბრალს.
ნიუ-იორკის სასამართლომ ამერიკელი რეპერი მისი ყოფილი შეყვარებულის, კესი ვენტურასა და ყოფილი პარტნიორის (ანონიმური ფსევდონიმით "ჯეინი") პროსტიტუციაში იძულებით ჩართვის ორ ბრალდებაზე დამნაშავედ ცნო.
სასამართლომ კომბსი სექს-ტრეფიკინგისა და რეკეტიორობის ბრალდებებზე უდანაშაულოდ ცნო - აღნიშნული ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, რეპერს სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა.
აქამდე, ბრიტანული გამოცემა BBC წერდა, რომ 12 ნაფიც მსაჯული რეპერისთვის წაყენებულ რეკეტიორობის ბრალდებას, რომლის ფარგლებშიც შონ ქომბსს სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა, ჯერ კიდევ განიხილავდა.
შონ კომბსის პრობლემები 2023 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც მის წინააღმდეგ რამდენიმე ქალმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა - რეპერს ძალადობასა და ექსპლუატაციაში სდებდნენ ბრალს.
მომჩივანთა შორის იყო Diddy-ს ყოფილი მეგობარი ქალიც, კესი ვენტურაც - მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კომბის ადვოკატებმა საქმე მალევე დაარეგულირეს, რეპერი 2024 წლის 16 სექტემბერს, მისი სახლის გაჩხრეკის შემდეგ, მაინც დააკავეს და პატიმრობაში დატოვეს.
"უდანაშაულო ვარ" - ტრეფიკინგში ბრალდებულ PUFF DADDY-ს სასამართლო პატიმრობაში ტოვებს
აშშ-ს პროკურატურის მტკიცებით, კომბსი თავის მუსიკალურ იმპერიას ქალების ექსპლუატაციისთვის, ე.წ. freak off წვეულებების (მრავალდღიანი სექსუალური ღონისძიება, დიდი ოდენობის ნარკოტიკების მოხმარებითა და რიგ შემთხვევაში სექსის იძულებით) ორგანიზებისთვის იყენებდა - სხვადასხვა ცნობებით საღამოები მოიცავდა რთულ სექსუალურ პერფორმანსებს, რომლებიც ზოგჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევით რჩებოდა.
2 ოქტომბერს, ადვოკატების ჯგუფმა განაცხადა, რომ რეპერ შონ კომბსის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებით, დამატებით 100-ზე მეტი ახალი სარჩელი მზადდებოდა.
შონ Diddy ქომბსის ყოფილმა შეყვარებულმა, კესი ვენტურმა 13 მაისის სასამართლო მოსმენაზე მისი და P Diddy-ს ურთიერთობის დეტალებსა და ე.წ. "Freak Off" წვეულებებზე ისაუბრა.
ვენტურას თქმით, რეპერი მასზე ფიზიკურად და მუდმივად ძალადობდა, ასევე, ქომბსი ვენტურას აიძულებდა ე.წ. Freak Off წვეულებების ორგანიზებაში მონაწილეობას (მათ შორის, სექს-ტრეფიკინგის ორგანიზებას და უცნობ ადამიანებთან, იძულებითი სექსუალური კავშირის დამყარებას).
კომბსს სექსუალური ძალადობისთვის უჩივიან როგორც ქალები, ისე მამაკაცები - 120 მომჩივანიდან 25, შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი, მათგან ყველაზე ახალგაზრდა 9 წლის იყოს.