დაკავებულია ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე "ზარალა" - TV პირველი

"პირველების" იფორმაციით, შსს-მ კომპანია "სილქნეთის" მფლობელი, ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი იგივე "ზარალა" დააკავა. სპეცოპერაცია თბილისში ჩატარდა. დაკავების მიზეზი, სავარაუდოდ, იარაღია.

სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

"პირველები" ცდილობს, შსს-დან ოფიციალურ კომენტარის მოპოვებას და ინფორმაცია განახლდება.

 

წყარო: ტვ პირველი

-------------------------------------------------------------------------

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე "ზარალა", დაკავებულია | როგორც პრესსამსახურში მთავარს უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია