ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 33 წლის ბაიკერი გარდაიცვალა, მის საშველად მისულ მამაკაცს კი ავტომობილი დაეჯახა და მძიმედ დაშავდა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 33 წლის ბაიკერი გარდაიცვალა, ერთი მამაკაცი კი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ამობრუნდა, მის საშველად გადასულ მამაკაცს კი ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მოტოციკლის მძღოლი კლინიკაში შეყვანის დროს მძიმედ იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, მის გადასარჩენად მისულ მამაკაცს კი ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება