საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ოთხი პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ირანის მოქალაქე 1995 წელს დაბადებული ა.ს., 2006 წელს დაბადებული ლ.გ., წარსულში ნასამართლევები: 2004 წელს დაბადებული ს.ნ. და 1972 წელს დაბადებული ზ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

დანაშაულები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, სარეალიზაციოდ გამზადებული და ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის გამომშრალი „მარიხუანა“ და „მდმა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.