კანადა უკრაინას 700 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო ტექნიკასა და მასალას გადასცემს
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 70
უკრაინა სექტემბერში კანადის დახმარების პაკეტიდან, რომლის ღირებულება 1 მილიარდ კანადურ დოლარს (700 მილიონ აშშ დოლარზე მეტი) აღემატება, დრონებს, საბრძოლო მასალასა და ჯავშანტექნიკას მიიღებს, – განცხადა პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ კიევში, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე.
მისი თქმით, დამატებით ათობით მილიონი დოლარი გამოიყოფა მედიცინის, თავშესაფრების, დემოკრატიის მხარდაჭერისა და კიბერთავდაცვისთვის. „პუტინის შეჩერება შესაძლებელია, რუსეთი სუსტდება და იზოლირდება, ჩვენი კავშირი კი უფრო მტკიცდება,“ – აღნიშნა კარნიმ.

No article in the selected categories