ენერგომატარებლების გაყიდვაზე სერიოზული შეზღუდვები არ შევა - რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 66
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში სავარაუდოდ ენერგომატარებლების გაყიდვაზე სერიოზული შეზღუდვები არ შევა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ ოთხ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროკავშირი სანქციების მე-19 პაკეტის წარდგენას მომავალ თვეში გეგმავს. გამოცემის ცნობით, ის მიმართული იქნება „ჩრდილოვანი ფლოტისა“ და იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ევროკავშირი, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება თანდათან უარი თქვას რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე, სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ სწორედ ვაშინგტონს და არა ბრიუსელს აქვს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების საუკეთესო შესაძლებლობები.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, მოსკოვისთვის ყველაზე მტკივნეული შედეგები იქნება, თუ დაწესდება მეორადი სანქციები იმ ქვეყნებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ, თუმცა ამ სანქციების რეალური შედეგი აშშ-ის მხრიდან იქნება საგრძნობი.

No article in the selected categories