გვჯერა მოლდოვისა და ჩვენი საერთო მომავლის ევროპაში - მაკრონი

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის ამ შემოდგომით გახსნა შევძლოთ, – ამის შესახებ მოლდოვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიშინეუში ვიზიტისას გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის ამ შემოდგომით გახსნა შევძლოთ. გერმანია გააგრძელებს ექსპერტების გაგზავნას მოლდოვის რეფორმების პოლიტიკის მხარდასაჭერად. ჩვენ ევროპული და გერმანული რესურსებით საგრძნობ დახმარებას ვუწევთ“, – თქვა მერცმა მოლდოვის, საფრანეგთისა და პოლონეთის ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სჯერა მოლდოვის საერთო მომავლის ევროპაში.

„ეს არის მხარდაჭერის, სოლიდარობის და რწმენის გზავნილი, რომელიც დღეს ჩამოვიტანეთ. ჩვენ გვჯერა ჩვენი საერთო მომავლის ევროპაში. სწორედ ამიტომ, ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ გვერდით ყოფნა ამ განსაკუთრებულ დღეს არის როგორც თქვენი ქვეყნისა და თქვენი ხალხისადმი პატივისცემა, ასევე თქვენი გამბედაობის, მონდომებისადმი და ევროკავშირში მოლდოვის მომავლის საერთო რწმენისადმი პატივისცემა, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ“, – მიმართა მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით კი, დღეს მოლდოვა არის ქვეყანა, რომელმაც აირჩია თავისი კურსი და წინ მიიწევს.

„თქვენი სიმტკიცე, თქვენი ერთგულება ღირებულებებისადმი და თქვენი ხმა გაამდიდრებს მთელ კავშირს. არ არსებობს უსაფრთხო ევროკავშირი, უსაფრთხო პოლონეთი, უსაფრთხო საფრანგეთი, უსაფრთხო გერმანია დამოუკიდებელი და უსაფრთხო მოლდოვის გარეშე“,  – თქვა დონალდ ტუსკმა კიშინეუში მოლდოვის დამოუკიდებლობის დღეს ვიზიტისას.