საქართველოში 2008 წელს შეჭრის შემდეგ, პუტინს იშვიათად დაუცავს დაპირებები - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„2007-2008 წლიდან პრეზიდენტ პუტინს იშვიათად შეუსრულებია მისი დაპირებები. ის მუდმივად წარმოადგენს დესტაბილიზაციურ ძალას და საკუთარი ძალაუფლების გასაფართოებლად მიისწრაფვის საზღვრების გადახედვისკენ“, – აღნიშნა მაკრონმა.
მან რუსი დიქტატორი „მტაცებლად“ მოიხსენა და ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ პუტინი "მტაცებელი მონსტრია ჩვენს კარიბჭესთან".
„საკუთარი გადარჩენისთვის მან უნდა გააგრძელოს ჭამა, ის მტაცებელი მონსტრია ჩვენს კარიბჭესთან“, – განაცხადა მაკრონმა.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, „რუსეთი გახდა მუდმივი დესტაბილიზაციური ძალა და პოტენციური საფრთხე მრავალი ჩვენგანისთვის“.
ამასთან, მაკრონი განმარტავს, რომ წინააღმდეგია უკრაინისთვის ნაჩქარევი სამშვიდობო შეთანხმების საიმედო უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.