დიდი იმედი მაქვს, ევროპული ბიუროკრატია ფერს იცვლის და სხვანაირად იმოქმედებს მომავალში - 2030 წლისთვის მზად ვიქნებით თავიდან ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მთავარია, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები, - ამის შესახებ პრემიერ - მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბახმაროში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროკავშირში მიმდინარე ტენდენციები შემაშფოთებელია.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირი ასოცირდებოდეს სამართლიანობასთან, ობიექტურობასთან, სიმართლესთან. სამწუხაროდ, დღეს განსხვავებული ვითარებაა, გამომდინარე ევროპული ბიუროკრატიის არასწორი ქმედებებიდან. დიდი იმედი მაქვს, ევროპული ბიუროკრატია ფერს იცვლის და სხვანაირად იმოქმედებს მომავალში.
იცით, რა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. პირველ რიგში, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია. გაცხადებული გვაქვს, რომ 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულებების 90%-ზე მეტს შევასრულებთ, 2030 წლისთვის მზად ვიქნებით თავიდან ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მთავარია, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები. დღეს ტენდენციები შემაშფოთებელია, ადამიანის უფლების, დემოკრატიის კუთხით, ყველა მიმართულებით უკუსვლაა ევროკავშირის მასშტაბით. იმედი გვაქვს, ვიდრე ჩვენ 2030 წელს მზად ვიქნებით ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ევროკავშირში ეს ტენდენციები შეიცვლება“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, არ შეიძლება ევროკავშირი ასოცირდებოდეს ისეთ მოვლენებთან, როგორიც არის სიძულვილი.
„ხედავთ, რომ ამასთან ხდება დღეს ევროპული ბიუროკრატიის ასოცირება. მათ ღიად მოითხოვეს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება, როდესაც მოუწოდეს ხალხს გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებისთვის. არ შეიძლება, ქართველი ხალხის აღქმაში ასეთ რაღაცებთან ასოცირდებოდეს ევროკავშირში“, - აღნიშნა პრემიერმა.
ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბახმაროში ჟურნალისტებს „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ევროკავშირის ათამდე ქვეყანას უსწრებს არაერთი პარამეტრით.
„ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას. ოცეულშია ფაქტობრივად ყველა პარამეტრით ევროპის მასშტაბით, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ათამდე ქვეყანას ვუსწრებთ არაერთი პარამეტრით. ეს არის ობიექტური შეფასება. ყველაფერი დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია, პოლიტიკური თამაშებია, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ასოცირდებოდეს სამართლიანობასთან, ობიექტურობასთან, ჭეშმარიტებასთან, სიმართლესთან. სამწუხაროდ, დღეს არის განსხვავებული ვითარება, ევროპული ბიუროკრატიის არასწორი ქმედებებიდან გამომდინარე. მაქვს იმედი, რომ ევროპული ბიუროკრატია ფერს იცვლის და სხვანაირად იმოქმედებს მომავალში. “, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამის მიუხედავად, მოლდოვას, ბოსნიას და სხვა ქვეყნებს მისცეს კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - არა.
„გასაგებია, რაშიც არის საქმე. ჩვენ ვთქვით უარი მოთხოვნის შესრულებაზე და ამის შემდეგ დაიწყეს ევროპული ბიუროკრატიის გამოყენება შანტაჟისთვის ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც ძალიან სამწუხაროა. არ შეიძლება, ევროკავშირი ასოცირდებოდეს ისეთ მოვლენებთან, როგორიც არის სიძულვილი და თქვენ ხედავთ, რომ ამასთან ხდება დღეს ევროპული ბიუროკრატიის ასოცირება. მათ ღიად მოითხოვეს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, როდესაც მოუწოდეს ხალხს, რომ გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებისთვის. არ შეიძლება, ასეთ რაღაცებთან ასოცირდებოდეს ევროკავშირი ქართველი ხალხის აღქმაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, თუმცა ისინი დღემდე თავს არიდებენ ამგვარ დისკუსიას, ვინაიდან სიმართლე არ არის მათ მხარეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გურიაში განუცხადა.
მისივე თქმით, სიმართლე არის საქართველოს მხარეს.
„ჩვენ ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვხურავთ არც ერთ საკითხს, მაგრამ გვინდა ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. ხედავთ, რომ დღემდე, ევროპული ბიუროკრატია თავს არიდებს ამგვარ ჯანსაღ დისკუსიას, გამომდინარე იქიდან, რომ სიმართლე არ არის მათ მხარეს, სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ვინაიდან, ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად ჯანსაღი კანონები, გადავდგით აბსოლუტურად ჯანსაღი ნაბიჯები, ჩვენ ვიცავთ მტკიცედ სამართლის უზენაესობას და დემოკრატიას ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის, არავის ვაძლევთ საშუალებას, რომ გარედან შეცვალონ ხელისუფლება, მოვიწყონ რევოლუციები, ჩაერიონ ჩვენს არჩევნებში. ასე გაგრძელდება მოვლენების განვითარება, რა თქმა უნდა. ღია ვართ ნებისმიერი ჯანსაღი დისკუსიისთვის, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ღიად, გამჭვირვალედ, საჯაროდ,“- განაცხადა პრემიერმა.