როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“.
პრემიერის თქმით, ტრაგედიაა, როდესაც ხაბეიშვილი წითლიძე, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკოსებად იწოდებიან ქვეყანაში, თუმცა პოლიტიკოსებად დანიშნეს ისინი ქვეყნის გარედან.
„თქვენს ეთერში გამოქვეყნდა რეიტინგები. როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, რაზეა საუბარი. დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში. ხაბეიშვილი წითლიძე, პაატა ბურჭულაძე, ასეთი ადამიანები აბრახუნებენ რაღაც სიტყვებს. 65%-იანი რეიტინგის პირობებში მხოლოდ ასეთმა ადამიანებმა შეიძლება მოახერხონ ასეთი სისულელეების ლაპარაკი. ტრაგედიაა, როდესაც ასეთი ადამიანები პოლიტიკოსებად იწოდებიან ჩვენს ქვეყანაში, თუმცა პოლიტიკოსებად დანიშნეს ისინი ქვეყნის გარედან. ხაბეიშვილი, წითლიძე ან ბურჭულაძე როგორ გახდებოდა პოლიტიკოსი, გარედან რომ არ დაენიშნათ ეს ადამიანები პოლიტიკოსებად ოპოზიციაში
მკვდარია ოპოზიცია, მაგრამ 20 კაცს უნდა გადააკეტინონ რუსთაველის გამზირი, ეს ყველაფერი ფინანსდება პირდაპირ უცხოური სპეცსამსახურების მიერ, ტრაგიკული მოვლენაა
ერთადერთი რასაც აღწევენ, არის ის, რომ მუდმივად რაღაც დღის წესრიგისმაგვარსქმნიან. სადღაც მოაწყვეს პროვოკაცია, რაღაც რადიკალური აქცია და ა.შ. ეს არის ერთადერთი. თქვენ ხედავთ, რომ ყოველდღე ნიუსი გადის, რომ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, როდესაც ხან 50 კაცი დგას იქ, მაქსიმუმ 150-ზე ადის ხოლმე. ელემენტარულად მაჯისცემა უნდა შეუნარჩუნონ რადიკალებს, ეს არის სპეცსამსახურებში დაწერილი მარტივი სცენარები. მკვდარია ოპოზიცია, მაგრამ 20 კაცს უნდა გადააკეტინონ რუსთაველის გამზირი. სპეცსამსახურებიდან იმართება ეს ყველაფერი, ეს ადამიანებიც, რომლებიც მიდიან შტაბთან, ჩვეულებრივად საბოლოო ჯამში, ზოგმა არც იცის, ზოგი პირდაპირ, ზოგი არაპირდაპირ იმართება სპეცსამსახურების მიერ. ეს ყველაფერი ფინანსდება პირდაპირ უცხოური სპეცსამსახურების მიერ. ტრაგიკული მოვლენაა.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ ჰგავს არც ერთი არც ქართველს, არც ქალს, არც კაცს, ყველაფერი, ყველანაირი იდენტობა აქვთ დაკარგული, არის აბსოლუტურად ტრაგიკული მოვლენა. ეს ადამიანები საბოლოო ჯამში გადასარჩენები არიან, ზოგს მკურნალობა სჭირდება, ზოგს ფსიქოლოგიური თერაპია, ვნახოთ იმედი ვიქონიოთ, რომ საბოლოო ჯამში, ეს ადამიანებიც გამოსწორების გზას დაადგებიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.