შს მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს ციხისჯვრის ბაზაზე, ასევე ცხრაწყაროსა და ტაბაწყურის საგუშაგოებზე იმყოფებოდა.

მინისტრის მოადგილემ ბაზის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული შენობის ტექნიკური აღჭურვილობა, საცხოვრებელი კოტეჯები, სავარჯიშო დარბაზი და სასადილო დაათვალიერა.

შალვა თადუმაძე ადგილზე გაეცნო დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას და  თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჭაბაშვილი და სხვა  ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.