სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი მოინახულა

სახალხო დამცველმა საპატიმროში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და აქტივისტი ნინო დათაშვილი მოინახულა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ნინო დათაშვილს ეცნობა, რომ მისი ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემის შესახებ, 2025 წლის 10 სექტემბერს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით იუსტიციის მინისტრს მიმართა და აპარატი მისი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას მომავალშიც გააგრძელებს.

2025 წლის აგვისტოში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ გადააკვალიფიცირა ბრალდების მუხლი და საპატიმრო სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად, 353-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოიტანა. მზია ამაღლობელს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და ითვალისწინებს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას.

რაც შეეხება ნინო დათაშვილს, ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებულ თავდასხმა.