გიორგი ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი. თავისი სამარცხვინო, ცრუ განცხადებებით ის შეეხო ყველაფერ ქართულს, ქართულ კულტურას, ქართულ ადამიანობას, ჩვენს ცივილიზებულობას შეეხო, რაც სამარცხვინოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსგავს ტყუილს ახსნა ვერ ექნება და ეს აჩვენებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახეს.
„იყო რაღაც უარყოფითი კომენტარები კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ბარამიძესთან დაკავშირებით, მაგრამ გადახედეთ მთლიანობაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საერთო დამოკიდებულებას ბარამიძის განცხადების მიმართ და ასევე გადახედეთ მათი პარტიული ტელევიზიების მიერ ამ საკითხის გაშუქებას – სრული იგნორი. ბარამიძემ სამარცხვინო განცხადება გააკეთა და ვერცერთი პარტიული ტელევიზია ვერ ბედავს ამაზე ღირსეული კომენტარის გაკეთებას. რატომ? იმიტომ, რომ ეს ტელევიზიებიც არის ჩვეულებრივი პარტიული აგენტურა, ესენიც მიჰყვებიან გარე დაკვეთებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ, ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს, ეს არის ფაქტების მარტივი კონსტატაცია, რომელზეც პასუხი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიკოლოზ რაჭველის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ე.წ. პოლიტიკოსებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია.
„არ მინდა, რამე ვთქვა, კულტურის სფეროს წარმომადგენელია, მაგრამ ეს არის უსუსური მცდელობა, რაღაცნაირად გაამართლო შენი ორმაგი სტანდარტი. არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ. ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს, ეს არის ფაქტების მარტივი კონსტატაცია, რომელზეც პასუხი არ არსებობს და იმის გამო, რომ პასუხი არ აქვთ, გამოდიან უხეში, შეურაცმყოფელიგანცხადებებით როგორც ე.წ. პოლიტიკოსები, ისე კულტურის სფეროს წარმომადგენლები. მათ აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები არის აბსოლუტურად ცხადი, რასც ვერ ახსნიან ვერანაირად, ვერ გაამართლებენ ვერანაირად, ამიტომ უწევთ უხეში განცხადებების კეთება, რაც ტრაგიკული მოვლენაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იყვნენ ადამიანები, რომლებიც 2008-2012 წლებში და ამის შემდეგაც მიესალმებოდნენ ყველაფერ რუსულს, მათ შორის, ტურისტებს, ფულს რუსეთიდან და ა.შ. დადიოდნენ კონცერტებზე, მათ შორის, რუსეთში. ახლა იგივე ადამიანები უკვე გამოდიან განსხვავებული განცხადებებით, ეს ორმაგი სტანდარტი მიუთითებს, რომ ეს ადამიანები არსებითად არიან უცხოური აგენტურა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი მოქმედებენ არა იმის მიხედვით, რა ხდება ამ ქვეყანაში, არამედ იმის მიხედვით, თუ რას ეტყვიან გარედან.
„ზოგადად, საქართველოში არიან ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები, ე.წ. ენჯეოშნიკები, პარტიული აქტივისტები, ე.წ. კულტურის თუ ნამდვილად კულტურის მოღვაწეები, რომლებიც თავიდან ბოლომდე მოქმედებენ გარე დაკვეთებით. კონკრეტულად ამ კულტურის მოღვაწეების მაგალითზე ზუსტად იგივე ჩანს. შინდისის გმირობა იყო ახალი მომხდარი, როდესაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები არ უკადრისობდნენ რუსეთში ჩასვლას, კონცერტების გამართვას და მას შემდეგ, რაც უკრაინაში განხორციელდა რუსული ოკუპაცია, მხოლოდ შემდეგ დაიწყეს ანტირუსული განცხადებებით საუბარი, მხოლოდ მაშინ შეწყვიტეს მოგზაურობა რუსეთში. ეს ყველაფერი მეტყველებს ერთ რამეზე, რომ არსებობს ადამიანების გარკვეული კასტა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მოქმედებს არა საკუთარი შეხედულებების, საკუთარი შეგრძნებების მიხედვით, არამედ იმის მიხედვით, თუ რას დაუკვეთავენ გარედან. სამწუხაროდ, ეს ვრცელდება კულტურის სფეროს წარმომადგენლებზეც, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა.
მათ სათქმელი არაფერი აქვთ, არც სააკაშვილს, არც „ნაცმოძრაობის“ რომელიმე სხვა წარმომადგენელს არაფერი აქვს რეალურად სათქმელი, იმიტომ, რომ ფაქტი არის ჯიუტი, ძალიან მარტივი. იყვნენ ადამიანები, რომლებიც 2008-2012 წლებში და ამის შემდეგაც მიესალმებოდნენ ყველაფერ რუსულს, მათ შორის ტურისტებს, ფულს რუსეთიდან და ა.შ. დადიოდნენ კონცერტებზე, მათ შორის, რუსეთში. ახლა იგივე ადამიანები უკვე გამოდიან განსხვავებული განცხადებებით. ეს ორმაგი სტანდარტი მიუთითებს რაზე, რომ არსებითად ეს ადამიანები არიან უცხოური აგენტურა. ისინი მოქმედებენ არა იმის მიხედვით, რა ხდება ამ ქვეყანაში, არამედ იმის მიხედვით, თუ რას ეტყვიან მათ გარედან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
