გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას

გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩო იტყობინება.

"გუშინ თბილისში გერმანიის ელჩმა რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორს. იგი საელჩოს ხელმძღვანელობას იწყებს იმ პერიოდში, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები დაძაბულია. ამიტომ ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს ხალხებს შორის არსებული ურთიერთობები.

გერმანიასა და საქართველოს შორის არსებობს პირადი ურთიერობების, პარტნიორობისა და სამოქალაქო საზოგადოებათა თანამშრომლობის მყარი და ცოცხალი ქსელი. ხელოვნებაში, კულტურაში, განათლებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული ეს ადამიანური კავშირები მდგრადია კრიზისის დროსაც. ეს არის ის ბირთვი, რაც ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს.

გერმანიის ერთგულება ქართველი ხალხისა და მათი პროევროპული კურსის მიმართ უცვლელია. თქვენთან ერთად გვსურს გავაღრმაოთ ეს ურთიერთობები და შევინარჩუნოთ ცოცხალი დიალოგი საზღვრების გარეშე. თქვენც შემოგვიერთდით ამ გზაზე!", - წერია