„ალდეს“ ლიბერალობის არაფერი ეტყობა, კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს - პრემიერი

თქვენ იცით, „ალდე“ რა პოლიტიკური ძალაც არის და რა ღირებულებებიც აქვს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს.

„თქვენ იცით, „ალდე“ რა პოლიტიკური ძალაც არის და რა ღირებულებებიც აქვს. მათ ეწოდებათ ლიბერალები და კარგი გაგებით, ამ სიტყვის სათანადო, კლასიკური გაგებით ლიბერალობის არაფერი ეტყობათ. ისინი კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს. ეს არის მათი პრინციპები და ღირებულებები, რასაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ გონიოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:  ანტიქართულმა „ოცნებამ“ გაასაიდუმლოა ხელშეკრულება, რომელიც ეხება არაბული ანკლავების მშენებლობას როგორც გონიოში, ასევე კრწანისის ტყე-პარკში. ორი არაბული ანკლავის გაჩენა ორ მთავარ დიდ ქალაქში, ბათუმსა და თბილისში, არის დანაშაული საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის წინააღმდეგ“.