ეკა გიგაურის ორგანიზაცია არასდროს არ იყო არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც „ენჯეო“, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ ამის აღიარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძეს დაუსვეს კითხვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, ორგანიზაცია ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური პატიმრების სიაში შეიყვანს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ისინი საკუთარ გადაწყვეტილებებს არასოდეს იღებენ, ისინი ყოველთვის მოქმედებენ დაკვეთებით.
„დიდხანს იკავებდნენ თავს სრული ლუსტრაციისგან, თუმცა საბოლოო ჯამში მოუწიათ იმის აღიარება, რომ არიან პოლიტიკური პარტიის ჩვეულებრივი დანამატი. არასდროს არ იყო ეს არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც „ენჯეო“, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ ამის აღიარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
