ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს ნიუ იორკში დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს ნიუ იორკში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

მათივე ცნობით, ოფიციალური მიღება გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ასევე, კობახიძე შეხვდა სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებსა და გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს.

ამასთან, აშშ-ში ვიზიტის შემდგომ ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი როგორც აშშ-ის პრეზიდენტს, ისე სახელმწიფო მდივანს, აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ძალიან დადებითად ჩაიარა ამ ხანმოკლე გასაუბრებამ“.