ტიმოფეევი, რომლის რუსეთში ექსტრადაცია იგეგმებოდა, გათავისუფლდა

რუსეთის მოქალაქე მიხაილ ტიმოფეევი 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს საექსტრადაციო პატიმრობიდან

გირაოს გარდა, ტიმოფეევს დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესდა:

•მას აეკრძალა საქართველოს დატოვება;
•საღამოს 22:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე სახლიდან გასვლა;
•დაევალა კვირაში სამჯერ პროკურატურაში გამოცხადება;
•მისამართის ან ტელეფონის ნომრის შეცვლამდე 24 საათით ადრე •შესაბამისი უწყებისთვის შეტყობინება;

პასპორტის ან სხვა მოქმედი სამგზავრო დოკუმენტის პროკურატურისთვის ჩაბარება

რუსეთის ხელისუფლება ტიმოფეევს ადანაშაულებს 2004-2005 წლებში ბიზნესმენების მკვლელობებსა და მკვლელობის მცდელობებთან კავშირში. თავად ტიმოფეევი ბრალს უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია

 ტიმოფეევი ხაბაროვსკის ყოფილი გუბერნატორის სერგეი ფურგალის თანაშემწე იყო. ფურგალი 2020 წელს დააკავეს, რასაც ხაბაროვსკში მოჰყვა მრავალათასიანი საპროტესტო აქციები, რომლებიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა

2023 წელს ფურგალს მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო მოგვიანებით, მეორე საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ, მისი საბოლოო სასჯელი 25 წლამდე გაიზარდა