დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს

დღეს, 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა იმართება, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა თემებთან ერთად საქართველოს მდგომარეობასაც განიხილავენ.

საქართველოს საკითხი საბჭოს დღის წესრიგში მიმდინარე საქმეების ფარგლებშია შეტანილი და პირველი, არასაკანონმდებლო საკითხია.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატები ასევე იმსჯელებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომსა და ევროკავშირის წევრების მიმართ ჰიბრიდული საფრთხეების გააქტიურებაზე.

დღის წესრიგის მიხედვით, მინისტრების მსჯელობის თემა იქნება ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, ასევე გაფართოებული ევროკავშირის გავლენა გაერთიანების უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე.

საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს, რომლის პრესკონფერენციაც სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართება.

"საქართველოზე დღეს მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს”, - განაცხადა კალასმა.