20 ივნისის საქმე - სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა სათათბიროდ გავიდა

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისის საქმე განიხილა. პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა და მოსამართლეები სათათბიროდ გავიდნენ.

არსებული ინფორმაციით, დიდი პალატა დაახლოებით 6 თვის ვადაში იტყვის, ჩაატარა თუ არა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ჯეროვანი გამოძიება და დაისაჯა თუ არა ყველა ის პირი, ვინც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. 

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის თავმჯდომარე რომელიც სხდომას ესწრებოდა, "პირველებთან" ამბობს, რომ ეს ისტორიული შემთხვევაა, რადგან მსგავსი ქეისი ჯერ დიდ პალატას არ განუხილია.

ეს იყო უპრეცედენტო მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ეს იყო პირველი ქეისი, საქმე, რომელიც დიდი პალატის მიერ იყო განხილული. გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. სახელმწიფომ წარმოადგინა პოზიციონირება, მათ შორის, განმარტა, რომ მთელი რიგი ღონისძიებები იქნა გამოყენებული იმ სამართალდარღვევების მიმართ, რომელშიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მათ შორის იყოს დისციპლინარულ გადაცდომებზე საუბარი. ამასთანავე კომპენსაციები დაეკისრა სახელმწიფო სასამართლოს მიერ პროტესტანტების სასარგებლოდ, თუმცა მხარე და საქართველოს იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ ეს არ იყო საკმარისი, - აცხადებს ნინო ლიპარტია.

საიას თავმჯდომარე ამბობს, რომ ადვოკატთა ჯგიფს ობიექტური გადაწყვეტილების იმედი აქვთ. ნონა ქურდოვანიძის თქმით, საია ასევე დავობს, რომ დადგინდეს როგორც წამების აკრძალვის, ასევე გამოხატვის და შეკრების თავისუფლების დარღვევა მატერიალურ ნაწილში. 

ჩვენი იურისტები იმყოფებიან სტრასბურგში ისევე, როგორც მაკო გომური, ერთ-ერთი აპლიკანტი ამ საქმის და ჩატარდება ეს სხდომა. ჩვენ ვდავობთ იმაზე, რომ ასევე უნდა დადგინდეს როგორც წამების აკრძალვის, ასევე გამოხატვის და შეკრების თავისუფლების დარღვევა მატერიალურ ნაწილში და არა მარტო იმ ნაწილში, რომ გამოძების წარმართვა დაევალოს სახელმწიფოს. ეს, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც უკვე იყო მიღებული თავისი სხვადასხვა განმარტებებით, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა იყოს შესაბამისი აღჭურვილობა, პოლიციელს უნდა ჰქონდეს ამოსაცნობი ნიშნები. ეს არის ის საკითხები, რომელიც დღსაც ძლაიან აქტუალურია, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე. 

2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებს სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დღეს ზეპირი მოსმენით განიხილა. პროცესს ესწრებოდა დაზარალებული მაკო გომურიც.  ახალგაზრდა, ვისაც დამიზნებით ესროლეს.