გურიის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად შექმნილ შტაბში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ - ვახტანგ გომელაური, ირაკლი ჩიქოვანი და ალექსანდრე წულაძე. ასევე, ადგილზე იყვნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.
შტაბის სხდომაზე გურიის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით გუშინდელი დღის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები მიმოიხილეს და შემდგომი ღონისძიებები განსაზღვრეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, უმეტეს აბონემენტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს ძირითადი გზების გაწმენდითი სამუშაოები.მისივე თქმით, პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული 10 000 ყუთის დასარიგებლად ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში შესაბამისი ბაზებია მოწყობილი, საიდანაც ლოჯისტიკური მომსახურება ხორციელდება.
"პროგრესი გვაქვს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით. ჯამში, სტიქიის დაწყების დროს, 35 000 აბონენტი იყო გათიშული, დღის დასაწყისში ფაქტობრივად 24 000 აბონენტი იყო ჩართული, დღის ბოლოს დაემატა კიდევ 4800 აბონენტი.
ძირითადი მუნიციპალური გზების 80% გაწმენდილია. ძალიან ბევრ სოფელში მივედით სოფლის ცენტრამდე. ყველა ის რესურსი, რომელიც არსებობს და საკმაოდ დიდი რესურსია, მოქმედებს სწორ კოორდინაციაში და სწორი მართვის პირობებში
გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული ტრაილერები, ეს პროდუქტები და მედიკამენტები დაურიგდება იმ მოსახლეობას, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება
ჩამოვიდა პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული ტრაილერები, სამივე მუნიციპალიტეტში. 4 000 ყუთია განკუთვნილი ოზურგეთისთვის, ხოლო 3 000 ჩოხატაურისთვის და 3 000 ლანჩხუთისთვის. თუ საჭიროება იქნება, დაემატება რაოდენობა, შესაბამისად, ამ მხრივ პრობლემა რ გვაქვს. ეს პროდუქტები დაურიგდება იმ მოსახლეობას, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება. ასევე გვაქვს დიდი რესურსი მედიკამენტების მიმართულებითაც. მოწყობილი გვაქვს ბაზები 6-7 ლოკაციაზე, საიდანაც ხდება ლოჯისტიკური მომსახურება", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.