პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე პატიმრობაში რჩება

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

გადაისინჯა, დევიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებიც გამოიკვლიეს. სასამართლოში ჩვენება მისცა ორმა მოწმემ - ექიმმა და ექსპერტმა.

მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული.