ერთპარტიულმა პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) პროექტსა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მედიის შემზღუდველ ცვლილებებს.
PARA
პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე "FARA"-ს კანონპროექტი 24 თებერვალს გამოქვეყნდა, თუმცა, გამოქვეყნებული ტექსტი აშშ-ს იურისდიქციაში მყოფ პირებს და აშშ-ს ინსტიტუტებს მიემართება. კანონპროექტში არ იყო ნახსენები საქართველო და გამოყენებული იყო ტერმინები, როგორებიცაა უცხოური პრინციპალი, უცხოური პრინციპალის აგენტი, შტატების პრეზიდენტი, შტატის კანონები და ა.შ.
კანონპროექტის თანახმად, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით, იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით.
ამერიკულ FARA-ში სანქცია 10 000 დოლარი და/ან თავისუფლების აღკვეთაა, რაც საქართველოში 10 000 ლარი და თავისუფლების აღკვეთით ჩანაცვლდება.
მაუწყებლის შესახებ" კანონი
კანონში ცვლილებების შემდეგ, მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების - ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება აიკრძალება.
ამასთან ერთად იკრძალება, უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
გარდა ამისა, კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმად, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი რეკლამის მიღება.
შესაბამისი ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელიც “ქართული ოცნების“ და “ხალხის ძალის“ ერთობლივი საკანონმდებლო ინიციტივაა და პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
ასევე, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება. ასევე, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებებსაც.
კანონპროექტებს დეპუტატებმა სრული უმრავლესობით, 0 – წინააღმდეგი დაუჭირეს მხარი.