მე ვარ მზეთუნახავი იმიტომ, რომ არ მინახავს მზის სხივი თითქმის 4 წლის განმავლობაში - მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილის სხდომა მიმდინარეობს. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი ჩაერთო და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა:

"თქვენს წინაშე ახლა წარმოვდექი ნამდვილი მზეთუნახავი. მე ვარ მზეთუნახავი იმიტომ, რომ არ მინახია მზის სხივი თითქმის 4 წლის განმავლობაში. უკვე თითქმის 4 წელია ვარ გამოკეტილი იმ ქვეყანაში, რომელიც უზომოდ მიყვარს და რომლის ცის დანახვასაც არ მაღირსებენ. მე ვისჯები იმისათვის, რომ შევაჩერე ჩემს ხალხთან და შეიარაღებულ ძალებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო გადავარჩინე 2008 წელს, გადავარჩინე საქართველო ყველა უარეს რამეს, რაც შეიძლება დამართნოდა. მე ვისჯები იმისათვის, რომ დავინდე ჩვენი ხალხი და ავაცილე თავიდან დიდი პროვოკაცია.

მე მინდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა არ არის ადვილი ბრძოლა. ზედმეტ იმედებს ნუ დავამყარებთ საქნციებს. სიტუაცია შეიცვლება ქართველი ერის ერთიანობის და ბევრად უფრო ძლიერი ბრძოლის პირობებში"