სასამართლომ ე.წ. პიჯაკების საქმეზე თეიმურაზ ჯანაშიას 300 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა

 სასამართლომ ე.წ. პიჯაკების საქმეზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თეიმურაზ ჯანაშიას 300 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

რაც შეეხება, მე-3 პრეზიდენტს ე.წ. პიჯაკების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვას ეხება.

გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ის სათათბიროდ მას შემდეგ გავიდა, რაც სააკაშვილმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. მას 300 000 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. 

ორივე ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდნენ.