პრაქტიკულად, სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს - ასე ეხმაურება ე.წ. პიჯაკების საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს მიხელ სააკაშვილი.
მესამე პრეზიდენტის წერილი სასამართლოში ენმ-ს თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ წაიკითა.
რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი. ნება დამპყრობლის პრიდაპირ აღსრულდა. ეს არის მათი პასუხი, რომ არ ჩავაბარეთ საქართველო, იმისთვის, რომ პირველად საუკუნეების განმავლობაშ, გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული საქართველო. მას შემდეგ რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად, სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის. ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული. ვერ დაგვაშინებენ, ძალა ერთობაშია", - აცხადებს მიხეილ საკაშვილი.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.