„ქართული ოცნების” პარლამენტიში წულუკიანის კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარეს, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს უსმენენ.
ფაქტს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძემ და წულუკიანმა 2022 წელს მიმდინარე პროცესები გაახსენა.
მელია გრიგოლ ვაშაძის მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტებზე მიანიშნებს და წერს, რომ "ძალიან ვიწრო
წრემ იცის მაშინ, კულუარულად, მიმდინარე მოვლენების შესახებ":
გრიგოლ ვაშაძემ და წულუკიანმა
გამახსენა 2022 წლის მარტი, აპრილი, მაისი...
გამახსენა ქართული ოცნება და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტები მიხეილ
სააკაშვილთან.
მხოლოდ
ძალიან ვიწრო
წრემ იცის მაშინ, კულუარულად, მიმდინარე მოვლენების შესახებ;
მოვა დრო და
საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს, კონკრეტული ფაქტებით; ამ ამბავს ექნება მნიშვნელობა და ბევრ რამეს ახსნის და ბევრ მოვლენას სწორ სახელს დაარქმევს"- წერს მელია.