საქართველოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის პარალელურად, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მხრიდან ხდება ქართული არმიის გასამართლება და ამას ვერ შეეგუებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა იმართება. კომისიის თავმჯდომარეა „ქართული ოცნების“ წევრი თეა წულუკიანი. საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი მამუკა ყურაშვილი და 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა. ასევე დღესვე დაიკითხება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, რომელიც 2004-2006 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის