ელენე ხოშტარიამ იზოლატორი დატოვა

ამ წუთას ელენე გამოუშვეს იზოლატორიდან. არც სასამართლო, არც რამე საფუძვლის მითითება. უბრალოდ, კარი გაუღეს ფა გადი აქედანო უთხრეს - წერს სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებისთვის ნიკა გვარამია.

ელენე ხოშტარია 24 საათიანი პატიმრობის შემდეგ პირველ კომენტარს ამ წუთებში აკეთებს.  

მოულოდნელად მითხრეს, რომ გადიო და ადვოკატთანაც არ დამირეკია - განაცხადა ელენე ხოშტარიამ იზოლატორის დატოვების შემდეგ. 

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე:

"კახეთის გზატკეცილზე განყოფილებში მაშინვე ძალადობაზე გადავიდნენ, სახეზე შემეხნენ, კბილები, მერე უკვე აქ [დიღმის იზოლატორში] ჩაატარეს დამამცირებელი პროცედურა, გამაკავეს, ორივე ხელი უკან შემიკრეს . ორი ადამიანი მაკავებდა და მესამე მაშიშვლებდა.

იქ იყო ნინო ჩხარტიშვილი და დავით ბოლოთაშვილი , რომელმაც მითხრა, რომ უნდა გაგჩხრიკოთ . მე ვუთხარი, რომ ჯიბეები შეგიძლიათ ნახოთ , მე თქვენთან არ ვთანამშრომლობ, ამის შემდეგ, გადამიღუნეს ხელები, შემიკრეს უკან და ვეიპი მქონდა და ამის ამოგლეჯისას კბილები , სახეზე, იყო პირდაპირი ძალადობა, იყო ცინიკური დამოკიდებულება"....

იზოლატორში სრულად გამაშიშვლეს - ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარიას მიმართ პროცედურები ჩატარდა კანონის სრული დაცვით - შსს