„სამხრეთ ოსეთისთვის 2008 წლის აგვისტოს ტრაგედია, რომელსაც მოჰყვა ასობით მშვიდობიანი მოქალაქის, რუსი და ოსი სამშვიდობოების დაღუპვა და ათასობით მოქალაქის ტანჯვა, იყო და რჩება მოუშუშებელ ჭრილობად..." - ნათქვამია დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების განცხადებაში:
"დრო გვიჩვენებს, როგორ ზუსტად და გამჭვირვალედ მიუდგება დღევანდელი კომისია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებას.
ეჭვგარეშეა, რომ დამნაშავეები, რომლებსაც სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში წილი მიუძღვით, რომლებმაც "სამხრეთ ოსეთში" შეჭრისა და მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის ბრძანებები გასცეს, ისევე როგორც ოს ხალხთან მიმართებით გენოციდის აქტების, გენოციდის ჩადენაში მონაწილე პირები, უნდა დაისაჯონ.
... ჰეიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კომისიის მუშაობის შედეგები, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველო აგრესორია, აშკარაა. აშკარაა „სამხრეთ ოსეთის“ ხალხის არჩევანიც: ააშენონ დამოუკიდებელი სახელმწიფო, იბრძოლონ ურთიერთობების ყოვლისმომცველი განმტკიცებისაკენ, რომელიც არის მისი უსაფრთხოების გარანტი რუსეთთან და სხვა მეგობარ ქვეყნებთან. 2008 წლის აგვისტომ ნათლად აჩვენა, ვინ არის ოსი ხალხის მეგობარი და ვინ არის მტერი!" - ნათქვამია განცხადებაში.