ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახლა, პრაქტიკულად, გადასაწყვეტიც არაფერი აქვს, ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში - ირაკლი კობახიძე

ვთქვით, რომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ახლა, პრაქტიკულად, გადასაწყვეტიც არაფერი აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, რა მოლოდინი აქვს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 10 აპრილს ჩანიშნულ დებატებზე, სადაც საქართველოს შესახებ უნდა გაიმართოს მსჯელობა.

„ჩვენთვის საინტერესო არ არის, ვთქვით, რომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ახლა, პრაქტიკულად, გადასაწყვეტიც არაფერი აქვთ. ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული ჩვენი საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში“, – აღნიშნა პრემიერმა.

ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, მერე წელიწად-ნახევარი არ მოგვანიჭეს სტატუსი და შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოლდოვას მიანიჭეს სტატუსი, რომელიც არის კორუფციაში ჩაძირული ქვეყანა.

„რაც შეეხება ევროპას, თეორიულად წარმოიდგინეთ, 2022 წლის ივნისში მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, მერე რამდენიმე თვეში გაგვიხსნეს მოლაპარაკებები და გაგრძელდა ეს პროცესი, ხომ იქნებოდა ჩვეულებრივად გაგრძელებული ურთიერთობები, მაგრამ ვიღაცას მოუნდა, რომ კანდიდატის სტატუსი გამოეყენებინა საქართველოს წინააღმდეგ, რათა ჩვენი ქვეყანა ჩაერთოთ ომში. რომ მოენიჭებინათ სტატუსი, არავითარი პოლემიკაც კი არ იქნებოდა ევროპულ სტრუქტურებთან. 2024 წლის 28 ნოემბერს ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მხრიდან აღარ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ეს რას მოჰყვა – ჯერ 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი და ამ საკითხს იყენებდნენ შანტაჟისთვის სწორედ ჩვენი შვილებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ. შემდეგ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდნენ ევროპელი ბიუროკრატები, როცა არ გვანიჭებდნენ კანდიდატის სტატუსს, შემდეგ უკვე 2023 წლის დეკემბრიდან განაგრძეს ჩვენი და ჩვენი შვილების შანტაჟი, როცა არ გვიხსნიდნენ მოლაპარაკებებს, სამარცხვინოა.

ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, მერე წელიწად-ნახევარი არ მოგვანიჭეს სტატუსი და შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები. ეს მისცეს მოლდოვას. მოლდოვას მიანიჭეს სტატუსი, რომელიც არის კორუფციაში ჩაძირული ქვეყანა, უსუსტესი ინსტიტუტებით, დსთ-ს წევრი ქვეყანა და აქ ჩვენ გვეძახიან პრორუსებს და არ გვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, ეს ხომ სამარცხვინოა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინაში არის ომი, განადგურება, უზარმაზარი მსხვერპლი, ამის საპირწონედ არის კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, მაგრამ, მერწმუნეთ, უკრაინელი ხალხისთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

პრემიერის თქმით, „საქართველომ მოახერხა ამ სცენარისთვის თავის არიდება და ამის გამო არის გაგულისებული „დიფ სთეითი“.

„„დიფ სთეითმა“ უკრაინაში ომის გახანგრძლივება დაავალა ევროპულ სტრუქტურებს. მანამდე ამერიკული სტრუქტურებიც იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ახლა „დიფ სთეითმა“ ევროპულ სტრუქტურებს ექსკლუზიურად დაავალა უკრაინაში ომის გახანგრძლივება. იგივე ხდება ორგანიზაციების დაფინანსების კუთხითაც. ამერიკული ფონდებიდან აღარ ფინანსდება ანტისახელმწიფოებრივი პროცესები, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში და ეს ტვირთიც თავის თავზე ააღებინეს ევროპულ სტრუქტურებს, რაც ძალიან სამწუხაროა. მანამდე ორი ფრონტიდან გვიტევდნენ და აქაც მოვახერხეთ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. თუ ევროპული სტრუქტურებიდან, ევროპული ბიუროკრატიის მიერ მოხდება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების დაფინანსება, ამასთან დაკავშირებითაც გვექნება ჩვენი რეაგირება. ჩვენ უნდა დავიცვათ ბოლომდე ჩვენი ეროვნული ინტერესები. „დიფ სთეითს“ აქვს თავისი ინტერესები, „დიფ სთეითი“ ამისათვის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და ბოლომდე დავიცავთ ამ ინტერესებს. ეროვნული ინტერესი არის იმის არ დაშვება, რაც მოხდა უკრაინაში. უკრაინაში იყო და არის ომი, განადგურება, უზარმაზარი მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ამის საპირწონედ არის კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, მაგრამ, მერწმუნეთ, უკრაინელი ხალხისთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია. საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ ამ სცენარისთვის, მეორე ფრონტისთვის თავის არიდება და ამის გამო არის გაგულისებული „დიფ სთეითი“ და შესაბამის ქმედებებში იყენებენ ევროპულ ბიუროკრატიას“, – განაცხადა პრემიერმა.