რობინ დანიგანმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი. ელჩი რუსთაველის გამზირზე მივიდა და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

პარალელურად მემორიალთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რობინ დანიგანს ადგილზე მყოფი მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ. 

ელჩს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.