დაპირისპირება პარლამენტთან - დეპუტატები 9 აპრილის მემორიალთან არ მიუშვეს

ხმაური და დაპირისპირებაა ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, სადაც   პატიმრების მშობლებმა და მოქალაქეებმა ღამე გაათენეს.

უკმაყოფილება ადგილზე გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, კონსტანტინე ზარნაძის მისვლამ გამოიწვია. 

"რუსო"- სკანდირებენ საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები და ზარნაძეს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს. 

აქაურობა თავხედებით არის სავსე! - თქვა ზარნაძემ მას შემდეგ რაც მას კითხვას უსვამდნენ, ვინ დაიწყო ომი და ვინ დახოცა 36 ელის წინ რუსთაველზე ახალგაზრდები. 

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ასევე, 9 აპრილის მემორიალთან ირაკლი კობახიძის სიძე, აფხაზეთის მთავრობის მინისტრი გამოჩნდა. დავით ფაცაციას იქ მისვლასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.