საქართველოსთან ურთიერთობებს ჩვენთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, საქართველომ და აზერბაიჯანმა შეძლეს სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონად გადაქცევა.
„რა თქმა უნდა, საქართველოსთან ურთიერთობას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენს ხალხებს შორის ისტორიული კავშირების გამო, ჩვენი ერთობლივი წარსულის გამო, როგორც არათავისუფალ და არადამოუკიდებელ ეპოქაში, ასევე დამოუკიდებლობის პერიოდში, რა დროსაც საქართველომ და აზერბაიჯანმა თავიდანვე აჩვენეს ურთიერთგაგების, პარტნიორობის, მეგობრობის ძალიან მაღალი დონე და, ფაქტობრივად, შეძლეს სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონად გადაქცევა. ეს ჩვენ გავაკეთეთ, მხოლოდ საქართველომ და აზერბაიჯანმა. ორ ზღვას, კასპიისა და შავ ზღვებს შორის მდებარე, ჩვენ ვართ კარიბჭე ერთმანეთისთვის სხვადასხვა რეგიონებსა და კონტინენტებთან დასაკავშირებლად. ასე რომ, პერსპექტივები, დარწმუნებული ვარ, ისეთივე ნათელი იქნება, როგორც ჩვენი აწმყო“, – განაცხადა ალიევმა.
როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ, პირველი ვიზიტით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანს ეწვია. აქვე, ალიევმა აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებაც აღნიშნა.
„ბოლო მოვლენებს შორის, რომელიც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე მიუთითებს, დავასახელებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, რომელიც იყო არჩევნების შემდეგ პირველი. როგორც წესი, არჩევნების შემდეგ პირველ ვიზიტს ძალიან სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ამგვარად, პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შედგა. ასევე, მალე ველოდებით არჩევნების შემდგომ საქართველოს პრეზიდენტის პირველ ვიზიტს ასევე აზერბაიჯანში. ასე რომ, ეს ორი ფაქტი არის ჩვენი ურთიერთობის, ერთმანეთისადმი ერთგულების და ჩვენი მეგობრობის ნათელი მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ბევრი საუბარი შეიძლება იმ პროექტებზე, რომლებიც გვაერთიანებს; ისინი ფართოდ ცნობილია. ამიტომ არ მინდა, დიდი დრო წაგართვათ, მაგრამ ეს პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, ჩვენი ხალხებისა და ქვეყნებისთვის, არამედ გლობალური გეოგრაფიისთვისაც, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ ვამატებთ მწვანე დღის წესრიგს, რომელიც ახლახან განვიხილეთ. ეს არის მწვანე დერეფანი, აზერბაიჯანისა და საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი, შუა დერეფანი“, – განაცხადა ალიევმა.
აბსოლუტურად მიუღებელია ევროკომისიაში საქართველოს შიდა პროცესისადმი დამოკიდებულება. ეს არის კოლონიალისტების ქცევა. ისინი ცდილობენ, ქართველი ხალხის ნებას კოლონიური წარსულის პრიზმიდან შეხედონ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
ალიევის თქმით, საქართველოს შიდა საკითხები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა ბრიუსელის ბიუროკრატებმა.
„გულწრფელად რომ გითხრათ, გამიკვირდა, როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის კომენტარების შესახებ შემატყობინეს. უზბეკეთში, ცენტრალური აზიის ლიდერების სამიტზე ევროკომისიის ლიდერებთან საუბრობდა აზერბაიჯანსა და სომხეთს, სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნაზე, რათა ხელი შეუწყოს შუა დერეფანს, როგორც ამას ევროპაში უწოდებენ, გლობალურ კარიბჭეს. ეს იყო ძალიან უცნაური, რადგან ეს დერეფანი არსებობს და სომხეთი ამაში არანაირ როლს არ თამაშობს. ჩვენ შეგვიძლია, გავიგოთ ევროპელი ბიუროკრატების გრძნობები სომხეთის მიმართ, მაგრამ რუკის იგნორირება შეუძლებელია. ჩვენ, საქართველომ და აზერბაიჯანმა, მივაწოდეთ ყველა ის საშუალება, რომლებიც დღეს ევროპელებს ეხმარება ცენტრალურ აზიასთან კომუნიკაციაში: საქართველოს საზღვაო პორტები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, აზერბაიჯანის საზღვაო პორტი, კასპიის საზღვაო გადაზიდვები, რაც ხელს უწყობს ტრანსპორტირებას. ეს ყველაფერი იგნორირებულია, ამაში რამდენი ფული ჩავდეთ.
ყველაფერი იგნორირებულია, მხოლოდ ხსნიან საზღვარს თურქეთსა და სომხეთს შორის, ხსნიან საზღვარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. რა შუაშია ევროპა ამასთან? ეს მათი საქმე არ არის – ურთიერთობები თურქეთსა და სომხეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. რაც უფრო დიდი მანძილია ევროკავშირსა და ამ საკითხებს შორის, მით უკეთესია ყველასთვის, მაგრამ არცერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი საქართველოზე, თითქოს საქართველო არ არსებობდეს. ეს უსამართლოა და აბსოლუტურად მიუღებელია ევროკომისიაში საქართველოს შიდა პროცესისადმი დამოკიდებულება. ეს არის კოლონიალისტების ქცევა. ისინი ცდილობენ, ქართველი ხალხის ნებას კოლონიური წარსულის პრიზმიდან შეხედონ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ქართველმა ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ იცის, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ. საქართველოს შიდა საკითხები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა ბრიუსელის ბიუროკრატებმა. ამიტომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პარტნიორობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. როგორც უკვე განვიხილეთ წინა კითხვებზე, შევხედოთ სამხრეთ კავკასიის შესაძლებლობებს კავშირების დასამყარებლად ყოველგვარი ფასილიტაციის გარეშე. დავიღალეთ ამ ფასილიტატორებით. ჩვენ გვყავდა ეს ფასილიტატორები 28 წლის განმავლობაში, ეუთო-ს ეს ყბადაღებული მინსკის ჯგუფი, რომლის ერთადერთი მიზანი იყო ოკუპაციის დალუქვა და ყარაბაღის სომხეთისთვის გადაცემა. ახლა კი, როდესაც გვესმის ვინმეს შესახებ, რომელსაც სურს, ხელი შეუწყოს, ჩვენ ცოტათი შეშფოთებული ვართ. ასე რომ, მოდით, ეს თავად გავაკეთოთ. ჩვენ აქ ვცხოვრობთ რეგიონში. ჩვენ, როგორც აზერბაიჯანს, გვინდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა ევროპულ ინსტიტუტებთან, პირველ რიგში, ევროკომისიასთან, მაგრამ არა ჩვენი ინტერესების ხარჯზე, არა მათი მუდმივი მცდელობის ხარჯზე, ჩაერიონ ჩვენს საშინაო საქმეებში, დააფინანსონ ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი, ტვინი გამოურეცხონ ჩვენს ახალგაზრდობას და ტვინი მოუწამლონ ზოგიერთ ადამიანს ჩვენს რეგიონში. სწორედ ასე გვსურს, დავინახოთ სამხრეთ კავკასია. როგორც სამხრეთ კავკასიის წამყვანმა ქვეყნებმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ, რა თქმა უნდა, უნდა აიღონ თანამშრომლობის მთავარი ტვირთი, მაგრამ, რა თქმა უნდა, სომხეთს, როდესაც და თუ დათანხმდება კონსტიტუციის შეცვლას აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების მიმართ, შეუძლია, შეუერთდეს პროცესს და შეგვიძლია ვიფიქროთ მომავალ გრძელვადიან, პროგნოზირებად ვითარებაზე ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ პირველი ვიზიტით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანს ეწვია. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ალიევმა მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების კონტექსტში აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა.
„ბოლო მოვლენებს შორის, რომელიც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე მიუთითებს, დავასახელებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, რომელიც იყო არჩევნების შემდეგ პირველი. როგორც წესი, არჩევნების შემდეგ პირველ ვიზიტს ძალიან სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ამგვარად, პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შედგა. ასევე, მალე ველოდებით არჩევნების შემდგომ საქართველოს პრეზიდენტის პირველ ვიზიტს ასევე აზერბაიჯანში. ასე რომ, ეს ორი ფაქტი არის ჩვენი ურთიერთობის, ერთმანეთისადმი ერთგულების და ჩვენი მეგობრობის ნათელი მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ბევრი საუბარი შეიძლება იმ პროექტებზე, რომლებიც გვაერთიანებს; ისინი ფართოდაა ცნობილი. ამიტომ არ მინდა, დიდი დრო წაგართვათ, მაგრამ ისინი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, ჩვენი ხალხებისა და ქვეყნებისთვის, არამედ გლობალური გეოგრაფიისთვისაც, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ ვამატებთ მწვანე დღის წესრიგს, რომელიც ახლახან განვიხილეთ. ეს არის მწვანე დერეფანი, აზერბაიჯანისა და საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი, შუა დერეფანი“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.