ბოლო თვეების განმავლობაში საქართველო ხშირად არის წარმოდგენილი ევროპარლამენტის დღის წესრიგში და, სამწუხაროდ, არა დადებითი მიზეზების გამო, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჰანა ხალიოლ მურომ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„2025 წლის 12 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის გაურესების შესახებ, საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების შესახებ 2024 წლის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც გასულ კვირას პლენარულ სხდომაზე მიიღეს, ჩვენ ასევე გამოვხატეთ შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და მრავალი ნეგატიური მოვლენის გამო. აღსანიშნავია, რომ ეს ანგარიში უარყოფს საპარლამენტო არჩევნების ნებისმიერ აღიარებას და მიიჩნევს, რომ საქართველო არის „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმის მიერ მიტაცებული სახელმწიფო და ეს უარყოფს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია ორგანოს მიერ, რომელიც ქვეყნის კონტროლისკენ მიისწრაფვის და ვითარება გაუარესებას განაგრძობს. 2 აპილს უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ და მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, რომლებიც პარლამენტმა სათანადო საზოგადოებრივი კონსულტაციების გარეშე მიიღო. ეს კანონმდებლობა საქართველოს ხელისუფლებას ანიჭებს დამატებით ინსტრუმენტებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და რესპრესიული პოლიტიკის გასამკაცრებლად“, – აღნიშნა ჰანა ხალიოლ მურომ.
მისივე თქმით, „ამის მიუხედავად, სახალხო პროტესტი გრძელდება საქართველოში ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლებიც ეხება ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებას“.