რეესტრმა „ალტ-ინფოს“ ახალი პარტიის რეგისტრაცია შეუჩერა

პრორუსული, ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილ „ალტ-ინფოს“ ახალი პარტიის დაფუძნების დროს პრობლემები ექმნება - საჯარო რეესტრი მას წარდგენილ დოკუმენტებს უხარვეზებს. უწყებამ შეცვლილი დოკუმენტების წარდგენა მეორედ მოითხოვა.

გადაწყვეტილებებში წერია, რომ პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“:

  • წარდგენილი ბეჭდის ესკიზი არ შეესაბამება წესდებაში მითითებულ აღწერილობას.
  • პარტიის დამფუძნებელთა მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადობის მოწმობის ნომერი, სამუშაო ადგილი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და ტელეფონის ნომრები) არ იყო დადგენილი წესით წარდგენილი.

განაცხადი პარტიის რეგისტრაციაზე რეესტრის ვებსაიტზე 27 თებერვალს გამოჩნდა. პირველი ხარვეზე რეესტრის თანამშრომელმა 27 მარტს აღმოაჩინა, მეორე კი 8 აპრილს - მონაცემების განსაახლებლად პარტიას „კონსერვატორები საქართველოსთვის“ 10 დღიანი ვადა აქვს.

„ვარეგისტრირებთ იმიტომ, რომ არ გვაქვს პარტია და ხალხის მოთხოვნაა და ჩვენი მხარდამჭერების, რომ პარტია იყოს და პარტიული საქმიანობა გავაგრძელოთ...“ - უთხრა 28 თებერვალს „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ.

 

"რადიო თავისუფლება"