ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

 

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას.

 

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სადაც საინტერესო თემაზე გაიმართა მსჯელობა. 

 

„ვესწრებით ანტალიის დიპლომატიის ფორუმს. ეს არის ძალიან საინტერესო ღონისძიება, მადლობას გადავუხდი ჩვენს თურქ მეგობრებს, მადლობა მოწვევისთვის და შესაძლებლობებისთვის, მონაწილეობა მივიღოთ საინტერესო ფორუმში. დილიდან მქონდა ღონისძიებები, მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში, სადაც საინტერესო თემაზე გაიმართა მსჯელობა, ეს იყო დიპლომატიის როლი საერთაშორისო პოლიტიკაში. ასევე დავესწარი გახსნით ღონისძიებას, სადაც საინტერესო სიტყვით მიმართეს აუდიტორიას, როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრმა. ასევე დღეს მქონდა შესაძლებლობა, გამემართა ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან. ამ ფორმატს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა მეგობარ ქვეყნებთან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.