"უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის" - წულუკიანი გიორგი ანწუხელიძეზე

"მარტივ ენაზე რომ ვთქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას, ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ – ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობთ".

- განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.