სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს გელა ხასაიას 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი, გელა ხასაია ადმინისტრაციულ სამართალ დამრღვევად ცნო. მას მოსამართლემ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გელა ხასაია სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს.

შეგახსენებთ, გელა ხასაია 31 მარტს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.