პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებსა და განსაკუთრებულ მეგობრობას.

პრემიერ-მინისტრმა ელჩს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და ხაზი გაესვა დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.