ქუთაისში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, სკოლის მოსწავლე დაიღუპა

ქუთაისში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად სკოლის მოსწავლე დაიღუპა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "ინფო იმერეთი" ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევა 2 დღის წინ, შერვაშიძის ქუჩაზე მოხდა.

ამავე ცნობით, არასრულწლოვანი მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში, აღმზრდელის ოჯახში იმყოფებოდა. გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.