ჭიათურელი მაღაროელების ნაწილმა თბილისში გადმოინაცვლა და ღამე კანცელარიასთან, ღია ცის ქვეშ გაათენა. მათ შორისაა, სამი მოშიმშილე მაღაროელი, რომლებსაც ცოტა ხნის წინ სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც დასჭირდათ.
მაღაროელები უკვე მე-17 დღეა შიმშილობენ.
მოშიმშილეების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შეინიშნება ზოგადი სისუსტე. მაღაროელები ამბობენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტს არ შეწყვეტენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კი დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებაა.