ზუგდიდში, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ქალი დაიღუპა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ასაკოვანი ქალი ბინაში შვილთან ერთად იმყოფებოდა, როცა ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად ქალი გაიგუდა, გარდაცვლილის შვილმა კი დამწვრობა მიიღო.
მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.